20 მარტს ქართველი მუსიკოსებისა და შემსრულებლების მონაწილეობით სკრინინგ პროგრამის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება

საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივით, თბილისის მერიისა და ააიპ „ქართული მუსიკის ცენტრი“ ნიკა ნიკვაშვილის მხარდაჭერით, ქართველი მუსიკოსებისა და შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ:ნანი ბრეგვაძე, ნიკა ნიკვაშვილი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნატო მეტონიძე, ნინო სურგულაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი, ანსამბლი „შვიდკაცა“ და თიკუნა წიქარიშვილი.ღონისძიების წარმდგენია კომპანია PSP.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მიზანი პათოლოგიური პროცესების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა, რაც დროული და დამზოგველი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისა და დაავადების პროგნოზის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, იზრდება მოსახლეობის გაჯანსაღების, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებისა და სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯების შემცირების პერსპექტივა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ პროგრამაში ჩართული მოსახლეობის მოცვის მაჩვენებლის გაზრდით, რაც სკრინინგის პროგრამისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. მიუხედავად სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული საინფორმაციო კამპანიებისა აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ორგანიზებული სკრინინგის დანერგვით და საზოგადოების კიდევ უფრო ფართო მასებამდე ინფორმაციის მიტანით.

იმედია აღნიშნული ღონისძიება სრულიად ახლებურად დაანახებს კიბოს სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობას საზოგადოებას და თავის წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში.

გელოდებით, 20 მარტს, 20 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!

https://tkt.ge/show/12233/ertad-gadavarchinot-sicockhle

ღონისძიების მედია პატრნიორია „პალიტრა მედია“ ჰოლდინგი. სპონსორები არიან: დეამედი, ისი პარი, GOOD GIRL Carolina Herrera, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, რესტორანი არქივი, თბილისის ღვინის მუზეუმი.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის