პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლედ ქეთევან თურაზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლედ ქეთევან თურაზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა, გადაწყვეტილებას კი პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ლევან იოსელიანი პარლამენტმა ომბუდსმენის თანამდებობაზე აირჩია, რაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობაა.

იოსელიანს ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერი პოსტი ეკავა. შესაბამისად, პარლამენტში ერთი ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტურია.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა