ზაზა ვაშაყმაძე საუდის არაბეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში საუდის არაბეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხს შეხვდა. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები, ინტერ-რელიგიური სათათბიროს საქმიანობა, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული მდგომარეობა - ასეთი იყო ძირითადად, თემები, რომელთა შესახებაც ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა. დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ საუდის არაბეთის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ რელიგიის სააგენტოსთან საელჩოს თანამშრომლობა წარმატებული იქნება. სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიღებისათვის და სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი