ვახტანგ ცინცაძე - 2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დასაქმებისა და ნომინალური საშუალო თვიური ხელფასის გაუმჯობესებაზე აისახა

2022 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რა თქმა უნდა, აისახა დასაქმების და ნომინალური საშუალო თვიური ხელფასის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტლიდან დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2022 წლის განმავლობაში, ყველა კვარტალში ფიქსირდებოდა საშუალო თვიური ხელფასის ზრდა, თუმცა, ამ კუთხით გამორჩეულია 2022 წლის მეოთხე კვარტალი, როცა ხელფასების 21 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და საშუალო ხელფასმა 1773 ლარი შეადგინა.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ რეალური ხელფასის ზრდა, ინფლაციის ეფექტის გამორიცხვით, დაახლოებით 10 პროცენტია, რაც, მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი და მათი მსყიდველუნარიანობა იზრდება“, - განაცხადა ცინცაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და შესაბამისად, ის ტენდენციები, რაც ეკონომიკაში ფიქსირდება, პოზიტიურად აისახება თითოეულ მოქალაქეზე.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის