თბილისი-თიანეთის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 3 არსებული ხიდი, საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში იწყება და გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიის ტერიტორიებს. თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება