ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონკურსი ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და საგამოფენოდ 20 საკონკურსო ნამუშევარი შეირჩა.

მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმართა.

თამარ ტყეშელაშვილი კონკურსის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„იუსტიციის სამინისტრო არის ის ერთ-ერთი სამაგალითო უწყება, სადაც დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ჭარბობს მამაკაცების რაოდენობას, განსაკუთრებით, მენეჯერულ პოზიციებზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი თანამშრომელი ქალების უფლებები იყოს დაცული როგორც ოჯახში, ისე სისტემის ფარგლებში, და მთლიანად საზოგადოებაში. ამ გრძელ და გამოწვევებით სავსე გზაზე ჩვენ არაერთი საინფორმაციო თუ საკონსულტაციო შეხვედრა გავმართეთ მიზნობრივ ჯგუფებთან და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები“, - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

კონკურსის გამარჯვებულს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საჩუქარი გადასცა, სხვა მონაწილეები კი სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

„მხატვრული ნამუშევრების კონკურსი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს