სლოვაკეთმა უკრაინაში ავიაგამანადგურებლების გაგზავნას მხარი დაუჭირა

სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინაში „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლების გაგზავნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.

"დაპირებები უნდა შესრულდეს. როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, მე ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იმავეს აკეთებენ. სამხედრო დახმარება არის გასაღები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ საკუთარი თავი და მთელი ევროპის რუსეთისგან დაცვა შეძლოს", - დაწერა ჰეგერმა ტვიტერზე.

გუშინ, პოლონეთი პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას, უახლოეს დღეებში, ოთხ საბჭოთა წარმოების „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებელს გაუგზავნის. მოგვიანებით, დანიურმა გამოცემა Jyllands-Posten-მა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას განიხილავს. მისი თქმით, დანია უკრაინისთვის საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის საკითხს განიხილავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან