სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე - აღებულია შესაბამისი ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის - სიკვდილის მიზეზი კვლევის დასრულების შემდეგ დადგინდება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში 12 წლის მოზარდის გვამის გამოკვლევა დასრულებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში განუცხადეს, სიკვდილის მიზეზი კვლევის დასრულების შემდეგ დადგინდება.

„ამჟამად, აღებულია შესაბამისი ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის. ლაბორატორიული კვლევების დასრულების შედეგად უკვე მთლიანად შეჯამდება არსებული სურათი და გაიცემა დასკვნა. როგორც კი ყველა კვლევა დასრულდება და სიკვდილის მიზეზი დადგინდება, ეცნობება დამნიშნავს, ამ შემთხვევაში, ეს არის გამოძიება”, - განაცხადეს ექსპერტიზის ბიუროში.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ცხედარი უკვე სახლშია გადასვენებული.

შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა