დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილებაზე - ეს ქვეყნები, როგორც ჩანს, არასაჭირო აღჭურვილობის უტილიზაციით არიან დაკავებული

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით პოლონეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამ ნაბიჯს მოძველებული, არასაჭირო აღჭურვილობის უტილიზაციას აფასებს.

„იქმნება განცდა, რომ ეს ქვეყნები ძველი, არასაჭირო აღჭურვილობის უტილიზაციით არიან დაკავებულები“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, პოლონეთისა და სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. „არ არის საჭირო, სამხედრო ექსპერტი იყო იმისთვის, რომ თქვათ, რომ ეს გავლენას არ მოახდენს", - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ზრდიან ნატო-ს წევრები კონფლიქტში უშუალო ჩართულობის დონეს.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას „მიგ 29“ ტიპის 13 გამანადგურებელს გადასცემს. გუშინ კი პოლონეთი პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინას, უახლოეს დღეებში, „მიგ-29“ ტიპის 4 გამანადგურებელს გაუგზავნიან.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი