ირაკლი ქარსელაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ხელმძღვანელობს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციას.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განვითარება ქვეყანას სრულიად ახალ შესაძლებლობებს უჩენს.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, არა სახიფათო ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის, აღნიშნა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობები.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის ახალი მასშტაბური პროგრამების შესახებაც ისაუბრეს. ასევე, აღინიშნა 21 წლამდე ნაკრებთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, მთელ ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრესი და ზოგადად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების აქტიური პროცესი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებით დაინტერესებულია.

„თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მასშტაბს და გამოხატა არაბთა გაერთიანებული საემიროების ინტერესი გაააქტიურონ და გააღრმაონ ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციის წევრები, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა