ოთარ შამუგია დოჰაში ხორცის მწარმოებელ და იმპორტიორი სახელმწიფო კომპანიის „ვიდამფუდი” აღმასრულებელ პრეზიდენტს, ალნოუბეი სალიმ ალ მარრის შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხორცის მწარმოებელი და იმპორტიორი სახელმწიფო კომპანიის „ვიდამფუდი” აღმასრულებელ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის პოტენციალის შესაძლებლობები განიხილა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.

„საქართველოს მთავრობა აგრარული მიმართულებით მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს, რომელებიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და რომლის მიზანიცაა უზრუნველყოს ფერმერთათვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მათ შორის, აღსანიშნავია მესაქონლეობის დარგის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება. მისასალმებელია, რომ ბოლო პერიოდში, კატართან გააქტიურებულია სავაჭრო ურთიერთობები, ხორციელდება ქართული ხარისხიანი პროდუქტის ექსპორტი, მათ შორისაა ცხვრის შეციებული ხორცი, რომლის მიმართ ინტერესი და პოტენციალი მზარდია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

„ვიდამფუდის” აღმასრულებელი პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრები დაიწყოს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ოპერატიულად გადაწყდეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მზაობა გამოთქვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის პროცედურებში ჩაერთოს, რათა ქართველმა ფერმერებმა სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე ხელმისაწვდომობის და დამკვიდრების მიმართულებებით, მაქსიმალური ხელშეწყობა მიიღონ.

სამინისტროს ცნობითვე, გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე და საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ესწრებოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის