„ჯეოქეისსა“ და ყაზახეთის ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და რელიგიური კვლევების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და ყაზახეთის ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და რელიგიური კვლევების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათი განმარტებით, მემორანდუმი სამეცნიერო, საინფორმაციო და ანალიტიკური საქმიანობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები კონფერენციებს, მრგვალი მაგიდის განხილვებს, სემინარებს, ექსპერტთა შეხვედრებს და სხვა ღონისძიებებს მოაწყობენ. ასევე, ერთმანეთს გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას და გააფართოებენ სამეცნიერო კონტაქტებს.

მემორანდუმს ხელი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და რელიგიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, სერიკ სეიდუმანოვმა მოაწერეს.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება ქართულ-ყაზახური ურთიერთობების გაღრმავებას და, ახალი გეოპოლიტიკური რეალობისა და შესაძლებლობების კონტექსტში, ქვეყნებს შორის მდგრადი პარტნიორობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას