გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მარტს, 13:20-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, კოჭობი, საშაბურო, ბოდორნა, ყარსიმაანთკარი, ბაზალეთი, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.