ჯეიმს კლევერლი - გვსურს, მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს, შეინარჩუნოს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, ვგეგმავთ დავეხმაროთ ქვეყანას კიბერ თავდასხმებისგან თავდაცვაში

ვიცით, რომ არის კიბერ თავდასხმები და გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან. ვიცით, რომ ადგილი ჰქონია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციებს, ასევე ყოფილა საქართველოს პოლიტიკური გარემოს დამძიმების მცდელობები და, რა თქმა უნდა, იყო დიდი რაოდენობით პროპაგანდა, აქედან გამომდინარე, გვსურს მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს, შეინარჩუნოს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა, რომლის დასაძლევადაც ოფიციალურმა ლონდონმა საქართველოს ფინანსური დახმარება გამოუყო.

მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში და ამ ორგანიზაციებთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში.

„ახლახან დავბრუნდი ადგილიდან, სადაც მოვინახულე საზოგადოება, რომელიც ორად არის გაყოფილი. რუსული ჯარი ხეობის ერთ მხარესაა, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რუსული ჯარის ფიზიკური წარმომადგენლობა აქ, საქართველოში. იმგვარ კონფლიქტს, რა თქმა უნდა, აღარ ვხედავთ, როგორც ეს წინა წლებში იყო, თუმცა საქართველო არის ჰიბრიდული თავდასხმის სამიზნე. ჩვენ ვიცით, რომ არის კიბერ თავდასხმები და გვსურს საქართველოს დავეხმაროთ, თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან. ვიცით, რომ ადგილი ჰქონია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციებს, ასევე ვიცით, რომ ყოფილა საქართველოს პოლიტიკური გარემოს დამძიმების მცდელობები და, რა თქმა უნდა, იყო დიდი რაოდენობით პროპაგანდა. აქედან გამომდინარე, ჩვენს გვსურს, მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს, შეინარჩუნოს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, ვგეგმავთ დავეხმაროთ მას კიბერ თავდასხმებისგან თავდაცვაში და ასევე, ვაპირებთ გავაგრძელოთ დავეხმაროთ მას ევროპასთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნების გზაზე“,- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პირველმა დიპლომატმა.

მან მედია დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან მედიათავისუფლება მოიხსენია, როგორც თავდაჯერებული ხელისუფლების ნიშანი.

„მე განვიხილე მედია თავისუფლების მნიშვნელობა, აღვნიშნე, რომ ეს თავდაჯერებული ხელისუფლების ნიშანია და ეს არის მაღალფუნქციური დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ თქვენ გქონდეთ კონკურენტული პოლიტიკური ლანდშაფტი, თავისუფალი, სამართლიანი და ღია საზოგადოება, რომ მედია თავისუფლება მნიშვნელოვანია. ეს არის ის საკითხები, რომლებიც განვიხილეთ. სწორი არ იქნება ჩემი მხრივ კონკრეტული პირების საქმეებზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მე აღვნიშნე, რომ დამოუკიდებელი სასამართლო, გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესი არის ის, რასაც ყველა სახელმწიფო უნდა ესწრაფოდეს და საქართველომაც უნდა დაუჭიროს ამას მხარი. გაერთიანებულ სამეფოს სურს ნახოს ძლიერი, ღია, სამართლიანი დემოკრატია საქართველოში, რომელიც სულ უფრო მეტად ინტეგრირებული ხდება მის მეგობრებთან ევროპის მასშტაბით. ჩვენ განვიხილეთ საუკეთესო გზები, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, რათა ხელი შეუწყოს ინტეგრაციას ევროკავშირში, ნატოში და გააგრძელოს მუშაობა გაერთიანებულ სამეფოსთან“,- განაცხადა კლევერლიმ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს