გია ვოლსკი - როგორც რუსეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიების ოკუპაცია და ქვეყნის დესტაბილიზაცია, სწორედ ისეა საგანგებოდ მნიშვნელოვანი რადიკალური ოპოზიციისთვის ვითარების დესტაბილიზაცია

როგორც რუსეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიების ოკუპაცია და ქვეყნის დესტაბილიზაცია, სწორედ ისეა საგანგებოდ მნიშვნელოვანი რადიკალური ოპოზიციისთვის ვითარების დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა მუშაობდეს, თუმცა, მათ სხვა მიზნები აქვთ.

"ვითარების დესტაბილიზაციას რასაკვირველია, არ მოუხდება მუშაობა თუნდაც, დაპირისპირებული პოზიციების ფონზე, მაგრამ მუშაობა ჰქვია ამას, პოზიციების დაპირისპირება, რაზეც უნდა იმსჯელოს საბოლოოდ ჩამოყალიბებულმა ფორმატმა, რასაც ჰქვია ევროკავშირის სტრუქტურა. პოზიციის დაფიქსირება პროფესიონალურ დონეზე ხდება პარლამენტის შიგნით, დანარჩენი ხდება ქუჩაში იმ მეთოდებით რასაც ვანო მერაბიშვილი კარნახობს, გეგმავს და ახორციელებს. ეს არის განსხვავება, ერთ სტრატეგიას კარნახობს ევროკავშირი, მეორეს მიყვება "ნაცმოძრაობა" ვანო მერაბიშვილის მეთაურობით",- განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა "ლელოს" დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, დაიწყონ რეალური მუშაობა რეკომენდაციების შესასრულებლად და ნუ აფერხებენ იმ კანონპროექტების განხილვას, რომელიც "ლელომ" დააინიცირა. ვოლსკი აცხადებს, რომ "პრინციპულად არასწორია თქმა, რომ კანონპროექტი თაროზეა შემოდებული".

"არის რეგლამენტი და იმის მიხედვით განხილვის აუცილებლობაც არსებობს, მაგრამ ნუ დავამახინჯებთ რეალობას, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელშიც განზრახ არ მიიღეს მონაწილეობა, რათა დესტრუქციის რეჟიმი შენელებული არ ყოფილიყო და ამ ყველაფერში "ლელოც" სერიოზულ მონაწილეობას იღებდა",- აცხადებს ვოლსკი.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს