გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი - გვსურს დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და ნატო-ს წევრი

გვსურს დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და ნატო-ს წევრი. ჩვენ განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს სვლა უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ დააჩქაროს ინტეგრაციის პროცესი, მას უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესები, თავისუფალი მედია გარემო და სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

„გაერთიანებული სამეფო დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს თავისუფლებისა და თვითგამორკვევის სურვილის მხარდამჭერი. როდესაც მარგარეტ ტეტჩერი ვიზიტით ჩამოვიდა გვიან 1980-იან წლებში, სწორედ ეს იყო, რასაც მან ხელი შეუწყო და გაერთიანებული სამეფო ამ სვლას ათწლეულების განმავლობაში უჭერს მხარს. ჩვენ გვსურს, რომ ეს სვლა გაგრძელდეს, გვსურს, დავინახოთ ნამდვილად მაღალფუნქციური დემოკრატია საქართველოში. გვსურს დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და ნატო-ს წევრი, ჩვენ ამის მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ჩვენ განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს. ამისთვის სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა საჭირო, ასევე ღია მედია ლანდშაფტის ქონა, სივრცის შექმნა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და კონკურენტუნარიანი, თუმცა თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური დებატების წარმოება. ყველა ეს პროცესი სარგებელს მოუტანს საქართველოს და სარგებელს მოუტანს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, საჯაროდ გამოხატულ მისწრაფების მიღწევაში, განაგრძონ ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში“,- განაცხადა კლევერლიმ.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ უკანასკნელი რამ, რაც მათ სურთ საქართველოში იხილონ, ეს კონფლიქტია.

„მე მოვისმინე საუბრები პირდაპირ სამხედრო საფრთხეებთან დაკავშირებით. მე განვიხილე ჩემს ქართველ კოლეგასთან აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" დამოკიდებულება და ხელისუფლება ურყევად აცხადებს, რომ ამის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით სურს. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ამას. უკანასკნელი რამ, რაც შეიძლება გვინდოდეს არის კონფლიქტის ხილვა საქართველოში, ამიტომ ვაგრძელებთ მისი მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას“,- განაცხადა კლევერლიმ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო