ირაკლი ხელაძე ოპოზიციას - ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრები, ხოლო თქვენ წარმატებას ვეღარასდროს მიაღწევთ

ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეშია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად ფუნქციონირებს, ოპოზიციას, დესტაბილიზაციისა და არეულობის ყველა მცდელობა და ყველა გეგმა ჩაგივარდებათ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ირაკლი ხელაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყველა საზოგადოებრივი პროტესტი, რომლის მთავარი სცენარისტი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვანო მერაბიშვილი იქნება იმთავითვე წარუმატებლობისთვისაა განწირული.

„როგორ ფიქრობთ, ჩვენ, აქ მსხდომ ახალგაზრდებს რუსეთი გვინდა?! ამიტომაც შეურაცხმყოფელი განცხადებებთან, რომ ვიღაც ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერია და ვიღაც მოღალატე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სწორედ აქედან მოდის მტრის ხატის შექმნა და ჩვენგან, შემდეგ ადეკვატური პასუხის გაცემა ნურავის გაუკვირდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ სხდომაზე.

მისივე თქმით, მანამდეც ყოფილა პროტესტი რუსთაველის გამზირზე, სადაც ხალხს საკუთარი ნება გამოუხატავს, თუმცა მათ არავინ შეხებია.

„ხოლო როდესაც კეთდება მოწოდებები, რომელთა სცენარისტი ვანო მერაბიშვილია და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ახალგაზრდებს ცარიელი შენობის პიკეტირებისკენ მოუწოდებს, სწორედ ეს არის მომიტინგეთა გულწრფელი პროტესტის თქვენი მხრიდან ბოროტად გამოყენება.

თქვენ ბევრჯერ გქონდათ ამგვარი მცდელობები და ახლა სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე საუბრობთ? კიდევ კარგი ყველას კარგად გვახსოვს როგორ არბევდნენ აქციებს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

ქართველმა ხალხმა კარგად იცის კარგის და ცუდის გარჩევა. ჩვენ ისე არაფერი გვაახლოებს რუსეთთან როგორც ამ ქვეყნის არევის მცდელობები. არეული და ამღვრეული სიტუაცია ამ ქვეყანაში გარდა რუსეთისა არავის არ აწყობს. ჩვენ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივდივართ ევროკავშირისკენ და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრები ხოლო თქვენ წარმატებას ვეღარასდროს მიაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს სხდომაზე.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა