ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინმა ენერგეტიკული ბრძოლა წააგო, შანტაჟმა არ იმუშავა

პუტინმა ენერგეტიკული ბრძოლა წააგო, შანტაჟმა არ იმუშავა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე გაზის Troll A პლატფორმაზე ვიზიტის დროს განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტს თან ახლდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე.

“პუტინმა აშკარად წააგო ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო. მისმა შანტაჟმა არ იმუშავა”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ახლა გაცილებით მეტ ენერგორესურსებს მიიღებს ისეთი მოკავშირეებისგან, როგორებიც არიან აშშ და ნორვეგია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები გააკეთა ენერგიის განახლებად წყაროებში და ენერგიის მოხმარება 20%-ით შეამცირა.

“ასე რომ, თუ პრეზიდენტი პუტინი ჩვენს დაჩოქებას გეგმავდა, მან სრულიად საპირისპიროს მიაღწია. ახლა უფრო ძლიერები და დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე ოდესმე”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის