ჯეიმს კლევერლი - ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია

ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად, - ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ „ინტერპრესნიუსისა“ და "პალიტრანიუსის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აფასებს უკრაინისთვის საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებას და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, უნდა იყოს თუ არა მხედველობაში მიღებული ხელისუფლების არგუმენტი, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევაში უფრო შორს ვერ წავლენ.

ამასთან, როგორც გაერთიანებული სამეფოს პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, გასაგებია ის ზეწოლა, რომელსაც მოსკოვი საქართველოსა და ქართველ ხალხზე ახორციელებს, მაშინ როდესაც რუსული ჯარის წარმომადგენლობა ქვეყნის ტერიტორიაზე ხილულია.

„მე ვისაუბრე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ უკრაინის დასახმარებლად გადადგა - ის მასპინძლობს უკრაინელ ლტოლვილებს. მე მესმის ის ზეწოლა, რომელსაც საქართველოსა და ქართველებზე მოსკოვი ახორციელებს, რომელიც ცდილობს უფრო მეტად დაამძიმოს ვითარება ქვეყნისთვის, რომელიც უკვე ხედავს რუსული ჯარების წარმომადგენლობას მის ტერიტორიაზე და რომელიც ხედავს რუსეთის ჩარევას მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად და, რა თქმა უნდა, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება, ყველა ქვეყანას ამის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებშია და ხელისუფლებაც აღიარებს ამას, რომ პრინციპები, როგორიც არის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და გაეროს კონვენცია იყოს დაცული, რადგან საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა მის ტერიტორიებში შემოჭრა, სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, რათა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება ქართველების დასაცავად და ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად უფრო ფართო რეგიონში“,- განაცხადა კლევერლიმ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს