ლევან იოსელიანის განცხადებით, სტუდენტებთან შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო.

როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, 7, 8 და 9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაგეგმილ სასამართლო პროცესებზე სახალხო დამცველი სტუდენტების წარმომადგენელი ვერ იქნება, თუმცა მას უფლება აქვს, პროცესს დააკვირდეს.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის წინააღმდეგი არ არის.

“დღეს, სახალხო დამცველის ოფისში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მათი შეხედულებები მოვისმინე. ისინი ითხოვენ, რომ მათ გარშემო დაგეგმილ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველი აქტიურად ჩაერთოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით მათ. რაც შეეხება სტუდენტთა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, როგორ შეიძლება, ჩვენი პოზიცია ამის საწინააღმდეგო იყოს?

სახალხო დამცველის აპარატმა, თავის ანგარიშში, ის მოვლენები შეაფასა, რომლებიც 7-8-9 მარტს აქციებზე მიმდინარეობდა. ჩვენ სტუდენტებს ისიც ავუხსენით, რას გულისხმობს სახალხო დამცველის მანდატი. სახალხო დამცველი სასამართლოში ვინმეს წარმომადგენელი ვერ იქნება, მას შეუძლია, პროცესს დააკვირდეს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში თვითონ ადვოკატი ვიყავი და ვაწარმოებდი საქმეებს, რომლებიც პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას ეხებოდა, სტუდენტებს გავაცანი მსგავს საქმესთან დაკავშირებული მოსალოდნელი შედეგები”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა