გურამ ოქროპირიძე - ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დასავლურ ღირებულებებზე მორალური ტრიბუნიდან არ უნდა ისაუბროს, რადგან  ადამიანის თითქმის ყველა ფუნდამენტური უფლება ფეხქვეშ გათელეს თავის დროზე

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრი გურამ ოქროპირიძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევა სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იყო.

მისი თქმით, ნებისმიერმა პოლიტიკურმა აქტორმა გადაწყვეტილება საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

„ბოლო ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ნებისმიერმა პოლიტიკურმა აქტორმა გადაწყვეტილება საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს და ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება.ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას კი მინდა ვუთხრა, რომ დასავლურ ღირებულებებზე მორალური ტრიბუნიდან არ უნდა ისაუბრონ, რადგან ადამიანის თითქმის ყველა ფუნდამენტური უფლება, რომლებიც დასავლურ სამყაროს აერთიანებს, ფეხქვეშ გათელეს თავის დროზე.

აქვე მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს. ამ ადამიანებს უბრალოდ ვეტყოდი, გადახედეთ საქართველოს ისტორიის უკანასკნელ ორ საუკუნეს და ძალიან მარტივად გაარჩევთ, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კონსერვატიულ ღირებულებებს არის ამოფარებული“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის