საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეთმურატ მურატოვს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეთმურატ მურატოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და თურქმენეთის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ თურქმენეთის ელჩს უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესები გააცნო, ესაუბრა იმ კონტაქტებისა და სამეცნიერო კოლაბორაციის შესახებ, რაც სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უძველეს ქართულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან აკავშირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სკოლებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების ფართო სპექტრი, ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობები.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თურქმენი ახალგაზრდები ევროპული სტანდარტის შესაბამის განათლებას მიიღებენ. მათ ექნებათ შეუზღუდავი წვდომა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურასთან და ამასთან ერთად, გამოიმუშავებენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს უნიკალურ და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, თანამშრომლობა გააღრმავოს თურქმენეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორც ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავების მიმართულებით“, - აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე თურქმენეთის ელჩმა საქართველოში, დოვლეთმურატ მურატოვმა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და რექტორს საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში თურქმენეთის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, მათ შორის თურქმენეთში ახალი ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ არკადაგის მშენებლობასაც შეეხო. ელჩმა უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს „ჭკვიანი“ ქალაქის მშენებლობის პროექტი გააცნო.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს თურქმენეთის საელჩოსთან საქართველოში. თქვენმა უნივერსიტეტმა მრავალი საუკეთესო სპეციალისტი აღზარდა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. თავის მხრივ, თურქმენეთის საელჩო საქართველოში ძალისხმევას არ დაიშურებს თანამშრომლობის გასაღრმავებლად. გვინდა წარმოგიდგინოთ უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც თურქმენეთის მთავრობა ახორციელებს. საქმე ეხება თანამედროვე „ჭკვიანი“ ქალაქის, არკადაგის მშენებლობლობას, რომელიც თურქმენეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდება. ჩვენი სურვილია დეტალურად გაგაცნოთ თანამედროვე „ჭკვიანი“ ქალაქის კონცეფცია და პროექტი მშენებლობის ეტაპებით, წარმოგიდგინოთ შენობა-ნაგებობები, პარკები, თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს „ჭკვიან“ ქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიების გამართულ მუშაობას. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში თავისი ასწლიანი გამოცდილებით, „ჭკვიანი“ ქალაქის პროექტის განხორციელების მიმართულებითაც ითანამშრომლებს თურქმენეთთან, რომელიც პროგრესული გარდაქმნების გზას ადგას“, - განაცხადა თურქმენეთის ელჩმა საქართველოში, დოვლეთმურატ მურატოვმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთობების მრავალმხრივი გაღრმავებისთვის სრული მზაობა გამოთქვეს, რაც უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდება.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა