ჯეიმს კლევერლი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ჩვენ ვნახეთ ეს კანონი და მოხარული ვარ, რომ ის აღარ პროგრესირებს

ჩვენ ვნახეთ ეს კანონი და მოხარული ვარ, რომ ის აღარ პროგრესირებს. როგორც მე განვიხილე მინისტრებთან, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მედიის თავისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლება აქტიური იყოს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგიერთ შემთხვევაში გულისხმობს ხელისუფლების კრიტიკას, თუმცა ეს დემოკრატიის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია.

„ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი კრიტიკულები იქნებიან ხელისუფლების მიმართ. ორგანიზაციების კრიტიკა ხელისუფლების მიმართ არის ბუნებრივი და ნორმალური ნაწილი დემოკრატიული პროცესის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ დემოკრატიის გზაზე სვლა განაგრძოს, ჩვენ გვსურს ვნახოთ საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ევროპულ ერებთან და ნატოსთან, აქედან გამომდინარე, როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეგობარი ქვეყანა, საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის გულშემატკივარი, ჩვენ განვიხილეთ, რაც, ჩემი აზრით, არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში, როგორც ქვეყნის, რომელიც აგრძელებს ღირებულებების მხარდაჭერას, რომლებიც ითვლება ნორმად ევროპულ და ნატოს წევრ ქვეყნებში“,- განაცხადა კლევერლიმ.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის