გია ვოლსკი - პუტინის და გაგლოევის შეხვედრა არაფერს წარმოადგენს - დანაშაულებრივი ის პერიოდი იყო, როცა აშშ-სა და ევროკავშირის მეშვეობით შეგვეძლო ოკუპაციისთვის თავი აგვერიდებინა და სააკაშვილმა სხვა გზა აირჩია

ვლადიმერ პუტინის და ალან გაგლოევის შეხვედრა არაფერს წარმოადგენს - დანაშაულებრივი ის პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ აშშ-სა და ევროკავშირის მეშვეობით შეგვეძლო ოკუპაციისთვის თავი აგვერიდებინა და სააკაშვილმა სხვა გზა აირჩია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის შეფასებით, სწორედ ეს პერიოდია სერიოზულად და სიღრმისეულად განსახილველი.

რაც შეეხება პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შეხვედრას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმასაც ამბობს, რომ "ეს მცირედია იმ ბოროტებასთან შედარებით, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართ ჩაიდინა და დღეს უკრაინაში სჩადის".

"რუსეთის სტრატეგია და ხედვა მნიშვნელოვნად უფრო ფართოა, ვიდრე ინტერესი, რაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გააჩნია, მაგრამ გარკვეული ვალდებულება აქვს, რომ პერიოდულად მის მიერ დამოუკიდებლად ცნობილ რაღაც ტერიტორიის ხელმძღვანელს შეხვდეს და ესაუბროს. ეს რა საკვირველია, გარკვეული პოლიტიკური თამაშია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ფედერაციისთვის გარკვეული ტერიტორიების ოკუპაცია საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო, რაც სააკაშვილის ხელისუფლების მეშვეობით მოახდინა. მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება და ეს სააკაშვილის მეშვეობით მოახდინა. მისთვის ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო რეზოლუცია და სააკაშვილმა ხელი მოაწერა, რომ ყველაფერი ქართველი სამხედროების ბრალია. მან თავისი პროგრამა შეასრულა და აქვს კონტროლი ტერიტორიაზე, რომელიც მისი ენერგო რესურსების საწინააღმდეგო ალტერნატიული დერეფანია.

მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კავკასიის ზურგი და შავი ზღვა აკონტროლოს. ცხინვალის რეგიონი თავისი მოსახლეობიანად და ხელმძღვანელობიანად ერთ დღეს თუ საერთოდ არ იქნება, რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობის საკითხს არ წარმოადგენს - ეს იციან ცხინვალშიც და იციან სოხუმშიც. გასწირავს მაშინ, როცა მის სტრატეგიულ ინტერესებს დასჭირდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს