რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი შვედეთისგან ცალკე მოახდენს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას

თურქეთი შვედეთისგან ცალკე მოახდენს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინელ კოლეგა საული ნიინისტოსთან ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თურქეთი იწყებს ნატო-ში ფინეთის განაცხადის დამტკიცების პროცესს. საკითხი თურქეთის პარლამენტში იქნება განხილული”, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ფინეთმა შეთანხმებების თავისი ნაწილი შეასრულა, ამიტომ იგი ვერ ხედავს რატიფიცირების საკითხის გადადების მიზეზებს.

ერდოღანის თქმით, შვედეთთან მოლაპარაკებები გრძელდება და თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს.

“ანკარამ სტოკჰოლმს 120 ტერორისტისგან შემდგარი სია გადასცა. ამ დამნაშავეების თურქეთისთვის გადაცემის გარეშე პოზიტიური დამოკიდებულება [ნატოში განაცხადისადმი] შეუძლებელია. ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი “წითელი ხაზია” თურქეთისთვის. სტოკჰოლმის განაცხადისადმი ანკარას დამოკიდებულებას შვედური მხარის კონკრეტული ნაბიჯები განსაზღვრავენ”, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა