ვლადიმერ ბოჟაძე - ვანო მერაბიშვილს არაფრის რცხვენია, რცხვენია მხოლოდ იმის, რომ საქართველოში არ არის ომი

ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სახელით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმ ტიპის კანონი, რომელმაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია პარლამენტში აღარ დაბრუნდება. ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმაც კარგად იციან, რომ ეს საკითხი დახურულია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახალგაზრდებმა, რომლებმაც დაინახეს, რომ კანონი გაწვეულია, დაუბრუნდნენ აუდიტორიებს, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისგან, „რომლებიც უკვე მომზადებულები იდგნენ აქციაზე, იმისთვის, რომ პარლამენტისთვის ალყა შემოერტყათ და არეულობა გამოეწვიათ და სწორედ ეს განასხვავებს „ქართულ ოცნებას“ წინამორბედი მმართველი პარტიისგან, რომლებიც განსხვავებული აზრის გამო სცემდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს“.

„ახლა ვისაუბრებ იმაზე, თუ ვინ შეასრულა ამ ვითარებაში პრო-რუსული როლი. ჩვენმა ოპონენტებმა კარგად იციან, რას გამოიწვევს ქვეყანაში არეულობა, არასტაბილურობა და როგორ შეუშლის ეს ხელს ქვეყნის ევროპულ განვითარებას. 2012 წლამდე ქვეყანაში ისეთი რეჟიმი იყო, რომლისაც პუტინსაც კი შურდა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა , კანდიდატის სტატუსი მხოლოდ "ქართული ოცნების" მმართველობის დროს მოგვცა. 2012 წლამდე არბევდნენ ტელევიზიებს, პირადი ინტერესების გამო უპირისპირდებოდნენ ბიზნესმენებს, ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ, რუსეთს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ის ოპოზიციონერები, რომლებიც „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე რუსეთის აგენტებად შერაცხა, ახლა პარტიულ სიაში ჰყავთ და პარტიის სახეს წარმოადგენენ.

„თქვენ არ გრცხვენიათ არაფრის. ვანო მერაბიშვილს მხოლოდ იმის რცხვენია, რომ საქართველოში არ არის ომი“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს