ლონდონში „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი" გაიმართა

ლონდონში ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Strategy Council-ის ორგანიზებითა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, პირველი - „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საინვესტიციო ფორუმში ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოღვაწე წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ემსახურებოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას პოტენციური ინვესტორებისთვის, საინვესტიციო ბანკირებისა და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისთვის.

„ღონისძიება გახსნეს საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა ჯონათან ჯანოგლიმ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკმა და საქართველოს საელჩოს დესპანმა, გიორგი საგანელიძემ.

ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს წამყვანი კომპანიების სტრატეგიული განვითარების გეგმებს, საერთაშორისო ინვესტორების გამოცდილებასა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, უძრავი ქონება, ტურიზმი და სხვა.

საქართველოს საინვესტიციო ფორუმის სპონსორები იყვნენ: Raiffeisen Bank International, Dentons, Silkroad Group, FitchRating, Baker McKenzie“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის