აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში ისწავლიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს 2023 წელს განათლების მიმართულებით სტუდენტების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები გააცნო.

„20 სტუდენტი გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში სწავლას საზღვაო ტრანსპორტის, საზღვაო მეცნიერებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით გაიღრმავებს. ასევე, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გაიარონ პრაქტიკული კურსი გემის მართვის, ნავიგაციური ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების კუთხით.

2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებით 400 სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 2023 წელს იწყება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. სტუდენტური საცხოვრებლით აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის 1000 სტუდენტი ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა