„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ევროპის უნივერსიტეტსა“ და "სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი „ევროპის უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ლაშა კანდელაკიშვილმა და „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის და „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანები და სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს მემორანდუმზე ხელმომწერებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა