„პროგრესის" სკოლებს თბილისსა და ბათუმში "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” აღმასრულებელი დირექტორი რომან სტრასე სტუმრობდა.
ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესის“ ინფორმაციით, სტუმარმა ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესის“ ახალი კამპუსი დაათვალიერა, გაეცნო ქიმიის, ბიოლოგიისა და STEM ლაბორატორიების მუშაობას, მოსწავლეებთან შეხვედრისას კი ისაუბრა ევროკავშირზე, მის მნიშვნელობასა და იმ სარგებელზე, რომელსაც ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ იღებენ.
შეხვედრისას ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა იყოს ევროპული ოჯახის წევრი.
რომან სტრასე წლების განმავლობაში ევროპის პარლამენტის კულტურათაშორისი დირექტორატის ხელმძღვანელი და ასევე, ევროკავშირ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი იყო.