დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ სად უნდა იყოს გამოყენებული ეს დოკუმენტი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რომ არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ სად არის ეს დოკუმენტი გამოსაყენებელი და ტუალეტის ქაღალდზე მიანიშნებს.

„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ სად უნდა იქნას გამოყენებული ეს დოკუმენტი", - წერს მედვედევი "ტვიტერზე".

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა