უკრაინის გენერალური პროკურორი - მსოფლიო ლიდერები სამჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე პუტინს ხელს ჩამოართმევენ ან მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან

პუტინი ახლა ბრალდებულია, საზღვარგარეთ შეიძლება დააკავონ, - ასე ეხმაურება უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პუტინის დასაკავებლად ორდერი გასცეს.

„ამიერიდან რუსეთის პრეზიდენტს ბრალდებულის ოფიციალური სტატუსი აქვს საერთაშორისო დანაშაულის ჩადენაში - უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და გადაადგილებაში…

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ [ქვეყნებში, რომლებმაც მოახდინეს რომის სტატუტის რატიფიცირება] პუტინი უნდა დააკავონ და სასამართლოს გადასცენ. ხოლო მსოფლიო ლიდერები სამჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე ხელს ჩამოართმევენ ან მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან.

მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსეთის რეჟიმი დანაშაულებრივია და მისი ხელმძღვანელობა და მიმდევრები პასუხისმგებლობას მიეცემიან", - წერს კოსტინი.

კოსტინის თქმით, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა ჰააგის სასამართლოს მასალის 40 ტომზე მეტი გადასცა - 1000 გვერდზე მეტი. მთლიანობაში, დაფიქსირებულია 16 ათასზე მეტი ბავშვის დეპორტაცია დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიდან.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა