სახელმწიფო მინისტრის აპარატი „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის" 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვას განაგრძობს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის" 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პროექტის სამოქმედო გეგმის განხილვა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოახდინა.

შეხვედრა დისტანციურ და ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, ეთნიკური უმცირესობების თემებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტი და პროექტთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

ლია გიგაურმა ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის განხილვის პროცესის ინკლუზიურობას, ფართო საჯარო კონსულტაციებისა და პროცესში ნებისმიერი დაინტერესებული პირის ჩართულობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და ქმედითი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.

შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები გააცნეს. ყველა დასმულ შეკითხვას როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან, რომელიც სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაციას ახდენს, ასევე განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან, ამომწურავი პასუხები გაეცა.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი წინადადებებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იყო მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში