გრიგოლ გეგელია - ჩვენ არ განვიხილავთ არავითარ ერთობას, რომელიც ღიად თუ ფარულად შეიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილს საკუთარ ლიდერად თუ თანამოაზრედ ხედავენ

ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ლელო“ არ განიხილავს არავითარ ერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც მერაბიშვილს საკუთარ ლიდერად თუ თანამოაზრედ განიხილავენ.

„მივიჩნევ, რომ ვანო მერაბიშვილი არის წარსული ამ ქვეყანაში, მას აქვს ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხი გასაცემი. ჩვენ არ განვიხილავთ არავითარ ერთობას, რომელიც ღიად თუ ფარულად შეიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილს საკუთარ ლიდერად თუ თანამოაზრედ ხედავენ. მე ვფიქრობ, „ლელოს“ პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის სრულიად მარტივი და საზოგადოება მას ძალიან კარგად იცნობს.

მე ვფიქრობ, დემოკრატიის სტანდარტი ყველა პარტიამ უნდა აჩვენოს პირველ რიგში თავის რიგებში და მე ეს არ დამინახავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებში. მე დავინახე ის, რომ კონკრეტული ჯგუფები არიან დომინანტური, დავინახე ის, რომ პოლიტსაბჭოს მსვლელობა იყო არც თუ ისე დემოკრატიული და დავინახე ის, რომ „მესიჯებით“ შეიტყო ზოგმა წასვლის შესახებ, ზოგმა არჩევის შესახებ. მე ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განახლებას“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის