დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერი სოფელი“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერი სოფელი“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერი სოფელი“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დაესწრო.

„დუშეთის კულტურის ცენტრში მუნიციპალიტეტის მერმა მანანა ნარიმანიძემ და USAID-ის პროგრამის „ძლიერი სოფელი“ ხელმძღვანელმა დინა კარიჩმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, დუშეთის მუნიციპალიტეტისა და USAID-ის პროგრამის წარმომადგენლები.

მემორანდუმი განსაზღვრავს USAID-ის პროგრამასა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის პირობებს, რაც გულისხმობს მუნიციპალური განვითარების ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სტრატეგიის შემუშავებას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე თემების მდგრადობის გაძლიერებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დუშეთიდან დაიწყო პროგრამა, რომელიც მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებების მხარდაჭერისკენ. ამ მიმართულებით USAID ეხმარება საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს, რათა შეიქმნას მოსახლეობის ადგილზე დასაქმებისა და მათი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია პირობები. ეს არის პროგრამა, რომელიც მხარდაჭერილი იქნება, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და რომელიც მიმართულია ბიზნესის მხარდაჭერისკენ“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტნიორობის ფარგლებში, USAID-ის პროგრამა „ძლიერი სოფელი“ მხარს დაუჭერს დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური და სხვა სახის რისკებთან გამკლავების უნარების განვითარებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული პარტნიორობა ინკლუზიური, მდგრადი და კერძო სექტორზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა და დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

„USAID აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მოსახლეობასთან, ბიზნესთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შეუწყოს მოსახლეობის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. ეს თანამშრომლობა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით დაიწყო. საქართველოს მოსახლეობას ვეხმარებოდით, როგორც საკვებით, ასევე საწვავით. დროთა განმავლობაში, საქართველოს გაძლიერებასთან ერთად, ჩვენც გადავედით პარტნიორობის ახალ ეტაპზე. დავიწყეთ თანამშრომლობა სხვადახვა მიმართულებით, როგორიც არის სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება და სხვა. ჩვენ ვამაყობთ ქართველ ხალხთან პარტნიორობით და ხელს ვუწყობთ მათ დასახული მიზნების მიღწევაში”, - განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანმა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხელმოწერილი მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმ საერთო მიზნისთვის, რაც რეგიონის მასშტაბით თემების მდგრად განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი