საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზის ქუჩებში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა. პარიზის ცენტრში შეკრებილ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

აქციის მონაწილეების ნაწილმა სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდა და პოლიციას პიროტექნიკა დაუშინა, რასაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზით უპასუხეს.

მედიის ინფორმაციით, არეულობის დროს პოლიციამ პარლამენტის შენობასთან ახლოს ათობით ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბორდოში, ტულონსა და სტრასბურგშიც გაიმართა.

საფრანგეთში საპროტესტო ტალღა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ნაბიჯს მოჰყვა, რომელმაც საკამათო საპენსიო რეფორმის კანონპროექტის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაკრონის მთავრობის უნდობლობის შუამდგომლობა დააყენეს, რომლის განხილვა პარლამენტში მომავალი კვირის დასაწყისში იგეგმება.

შეგახსენებთ, საფრანგეთის საპენსიო რეფორმა მინიმალური საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს