ეროვნული თავდაცვის აკადემიას მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისეთა ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლეს.

„ვიზიტის ფარგლებში მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია ჩატარდა. სტუმრებმა კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ლექციის შემდეგ ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ასევე დაათვალიერეს აკადემიაში არსებული ინფრასტრუქტურა და იუნკერების სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ. მოგვიანებით, მათ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად”, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს