თბილისის საკრებულოში გენდერის საკითხების ექსპერტთან, შერილ ტომასთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობითა და „მერსი ქორფს საქართველოს“ WISE პროგრამის ორგანიზებით, ამერიკელ ექსპერტ შერილ ტომასთან და თბილისში მოქმედი სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს გენდერული საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტების, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„შეხვედრაზე ამერიკელმა გენდერის საკითხების ექსპერტმა, შერილ ტომასმა იმ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე არსებობს. ასევე ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე. ექსპერტმა მედიის წარმომადგენლებს ის პრაქტიკა და სამართლებრივ რეფორმები გააცნო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ეფექტიან მექანიზმად იქცა.

დღესვე WISE - ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის - პროგრამის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ აუდიტორიას წარუდგინა პროგრამა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებას და მასზე შესაბამის რეაგირებას. ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა კი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხებში მედიის როლზე ყურადღება გაამახვილა და ამ თემის ინკლუზიური გაშუქების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, ასევე, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში ISET-ის მიერ მომზადებული კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თბილისის საკრებულოში გენდერის საკითხების ექსპერტთან, შერილ ტომასთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობითა და „მერსი ქორფს საქართველოს“ WISE პროგრამის ორგანიზებით, ამერიკელ ექსპერტ შერილ ტომასთან და თბილისში მოქმედი სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს გენდერული საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტების, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„შეხვედრაზე ამერიკელმა გენდერის საკითხების ექსპერტმა, შერილ ტომასმა იმ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე არსებობს. ასევე ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე. ექსპერტმა მედიის წარმომადგენლებს ის პრაქტიკა და სამართლებრივ რეფორმები გააცნო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ეფექტიან მექანიზმად იქცა.

დღესვე WISE - ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის - პროგრამის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ აუდიტორიას წარუდგინა პროგრამა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებას და მასზე შესაბამის რეაგირებას. ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა კი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხებში მედიის როლზე ყურადღება გაამახვილა და ამ თემის ინკლუზიური გაშუქების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, ასევე, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში ISET-ის მიერ მომზადებული კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია