საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ორთვიანი საგაზაფხულო სესია გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგაზაფხულო სესიაზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა გაიარეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ 2018 წელს შეიქმნა და წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციებს ატარებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მეწარმეობა; მენეჯმენტი; მარკეტინგი; კრიტიკული აზროვნება; ემოციური ინტელექტი; გუნდურობა; ლიდერობა; კომუნიკაბელურობა; კრეატიულობა; დროის მენეჯმენტი; ფინანსური აზროვნება; ეტიკეტი და ა.შ.

„სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების დეკანის, პროფესორის რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, პროექტს საჯარო სკოლის ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე შეუძლია შეუერთდეს. „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ სკოლის მოსწავლეებს ლექციებს ფაკულტეტის პროფესორები და დოქტორანტები უკითხავენ.

„ეს არის პროექტი, რომელსაც საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოხატეს. უკეთ რომ გავიგოთ მათი სურვილების შესახებ, გვაქვს ჟურნალი, სადაც პროექტის მონაწილეები თავის მოსაზრებას წერენ, აფიქსირებენ ინტერესის სფეროს, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ. სამწუხაროა, რომ პანდემიის პერიოდში გვქონდა იძულებითი წყვეტა. წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ინიციატივითა და გვერდით დგომით, განვაახლეთ პროექტი, რისთვისაც მას დიდი მადლობა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდით ასეთი დიდი ინტერესი თუ იქნებოდა. დედაქალაქის სკოლის მოსწავლეების გარდა, რეგიონების სკოლის მოსწავლეებმაც გამოხატეს პროექტში ჩართვის სურვილი. საერთო ჯამში გვაქვს 60 ადგილი, რომელიც მთლიანად შევსებულია“, - განაცხადა პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ.

სტუ-ს ინფორმაციით, პროექტის პირველი დღე გაცნობით ხასიათს ატარებს. მოსწავლეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები დაათვალიერეს. დღის ბოლოს კი ლექცია „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ დამაარსებელმა პროფესორმა მერაბ მიქელაშვილმა ჩაატარა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ორთვიანი საგაზაფხულო სესია 6 მაისს დასრულდება. ფაკულტეტი პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს. მოსწავლეები შთაბეჭდილებების წიგნში თავიანთ მოსაზრებებს ჩაწერენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება