იაგო ხვიჩია - ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პუტინზე მეტად მიმართულია მისი მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ, ვინც მასთან დამეგობრებას აპირებს - საყურადღებო იქნება საქართველოს მმართველი ძალის შეფასებაც

ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პუტინზე მეტად მიმართულია პუტინის მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ, ვინც პუტინთან დამეგობრებას აპირებს - ჰააგის სასამართლომ უთხრა გასაგებად, რომ მათ კრიმინალთან ექნებათ ურთიერთობა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, მისი შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო და საყურადღებო იქნება საქართველოს მმართველი ძალის შეფასება განსაკუთრებით ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ.

„ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პუტინზე მეტად მიმართულია პუტინის მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ, ვინც პუტინთან დამეგობრებას აპირებს, იმიტომ რომ თუ ვინმეს აქამდე არ ესმოდა, ჰააგის სასამართლომ უთხრა გასაგებად, რომ მათ კრიმინალთან ექნებათ ურთიერთობა და მთელი სამყარო იქნება უფლებამოსილი პუტინის მეგობრებს მოეპყროს როგორც თანამზრახველებს და არა როგორც პოლიტიკოსებს. ჩემი აზრით, ამიტომ არის უფრო მნიშვნელოვანი ეს ნაწილი და თავისთავად ცხადია, რომ მძლავრი პოლიტიკური მესიჯია, მათ შორის, რუსეთის მოსახლეობისთვის თუ, რა საკვირველია, ამ საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს რაიმე ცვლილების ძალა.

ძალიან საინტერესო იქნება „ქართულ ოცნებას“ შეფასება ჰქონდეს, ამ სკანდალური რუსული კანონის პერიპეტიების შემდეგ, ნებისმიერი მათი პოზიცია იქნება საინტერესო და საყურადღებო მთელი მოსახლეობისთვის, ამიტომ ეტყობა მოფიქრების პროცესში არიან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის