ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერი“ მაისის შუა რიცხვებამდე 30 000-მდე მებრძოლის რეკრუტირებას გეგმავს

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მაისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით, 30 000 ახალი მებრძოლის გადაბირებას გეგმავს, - ამის შესახებ მისმა დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

მისი თქმით, „ვაგნერი“ ყოველდღიურად, დაახლოებით, 500-800 ადამიანის რეკრუტირებას ახორციელებს.

„შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ეს რაოდენობა შემცირდეს, თუმცა მაისის შუა რიცხვებისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ დანაყოფის მებრძოლების რაოდენობა, დაახლოებით, 30 000-ით გაიზრდება“, - განაცხადა პრიგოჟინმა.

შეგახსენებთ, პრიგოჟინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რეკრუტირების ცენტრები რუსეთის 42 ქალაქში გაიხსნა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს