პროკურატურამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სარეკლამო კომპანია შპს ,,პრო მედიას“ ყოფილმა სარეკლამო მენეჯერმა უნებართვოდ შეაღწია კომპანიის ანგარიშზე და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათიდან 345,303.07 ამერიკული დოლარი მის მიერ შექმნილ „გუგლის“ ანგარიშებზე გადარიცხა. აღნიშნული ქმედებით კომპანია შპს ,,პრო მედიას“ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს