ნინო წილოსანი ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე - ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს - არ უხსენებიათ, რომ საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მიმართვის საფუძველზეც სასამართლომ გამოძიება დაიწყო

არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

როგორც წილოსანი აცხადებს, ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს.

„პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი რომ ჰქონდა ატეხილი ოპო სპიკერებს, არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო (მოლდოვა ამ მიმართვას არ შეუერთდა). ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია!

ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს”, - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გუშინ გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს