უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება

დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მე-9 წლისთავს.

უკრაინის საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 9 წლის წინ 16 მარტს რუსეთმა “ყირიმის სტატუსის შესახებ” უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა, ხოლო 18 მარტს კი მისი უკანონო ანექსია მოახდინა, როდესაც ე.წ. ყირიმის რუსეთის ფედერაციისადმი შეერთების შეთანხმებებს მოეწერა ხელი".

„ინფორმაცია ვრცელდება, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა, რომელიც ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო საერთაშორისო სასამართლოს მიერ იძებნება”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, 9 წლის განმავლობაში ყირიმის ნახევარკუნძული კრემლის დანაშაულებრივი რეჟიმისგან იტანჯება, რომელმაც იგი სამხედრო ფორპოსტად, თავისუფლების ნაკლებობისა და დევნის სივრცედ აქცია, ხოლო ვინც საკუთარ თავში წინააღმდეგობისთვის და საკუთარი დემოკრატიული უფლებებისთვის და ღირებულებებისთვის ბრძოლის გამბედაობა იპოვა, მათ წინააღმდეგ აგრესიასა და ტერორს ახორციელებს.

ავტომატების ლულების ქვეშ კრემლის მიერ ეს დადგმული “ქმედება” უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს ეწინააღმდეგებოდა, უხეშად არღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ იყო აღიარებული”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2022 წელს რუსეთმა იგივე “სპექტაკლი” გაიმეორა უკრაინის დროებით ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზეც - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

“როგორც 2014-ში, ასევე 2022 წელს, რეფერენდუმების შოუს არანაირი შედეგები არ მოჰყვა უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სისტემისთვის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისთვის. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს ტერიტორიების უმეტესი ნაწილი, სადაც ისინი [რეფერენდუმები] იყო ჩატარებული 2022 წელს. ასევე აუცილებლად მოხდება ყველა სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება. ეს მხოლოდ დროის საკითხია”, - წერია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს