„ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“- ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კონკურსი გაიმართება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა კონფერენციას „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ.

„სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა ნაშრომები უნდა მოამზადონ ტურიზმში მწვანე ინვესტიციების შესაძლებლობების შესახებ, მათ მიერ შერჩეულ (ქვეყნის, კურორტის, ქალაქის, სოფლის, სასტუმროს ან სხვა ტურიზმის სერვისის მიმწოდებლის) დონეზე. გამარჯვებული გუნდი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება, კონფერენციის ფინალურ ეტაპზე გასულ ყველა გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი. ანგარიშები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში აიტვირთება.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობას და სტუდენტების ჩართულობას ტურიზმის განვითარების საკითხებში.

მნიშვნელოვანი თარიღები:

30 მარტი - გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს;

6 მაისი - რეგისტრირებული გუნდების ანგარიშების მიღების ბოლო ვადა (მოცულობა 10-15 გვერდი);

10 მაისი - ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების გამოვლენა;

21 მაისი - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ანგარიშების საფუძველზე გამარჯვებული გუნდის გამოვლენა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს