მამუკა მდინარაძე - ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგას რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით - პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია

ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით - პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მიმართვას ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა არ შეუერთდა.

„2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბევრი ქვეყანა არ შეუერთდა, რომელთა შორისაც იყო, მაგალითად, მოლდოვა.

მიმართვის საფუძველზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო.

პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია.

ეს ის დღეებია, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები იმართებოდა მოტივით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას…

ეს ის დღეებია, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ, იგივე მოტივით, საქართველოდან ელჩი გაიწვია…

რაც შეეხება ქართულ საკანონმდებლო ბაზას ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით:

მსოფლიოში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების მონაწილე 123 ქვეყანაა. დღევანდელი მოცემულობით, მათ შორის არ არიან, მაგალითად, თავად უკრაინა, რუსეთი, აშშ და სხვ.

საქართველო, რომის სტატუტის წევრი ქვეყნებიდან, იმ 22 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც სრულად აქვთ მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა ჰააგის სასამართლოსთან სათანამშრომლოდ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნისგან, რომლებსაც დღემდე არ აქვთ შექმნილი საკანონმდებლო ბაზა სასამართლოსთან პროცესუალური თანამშრომლობისთვის”, - წერს მდინარაძე „ფეისბუქზე“.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“