გიული ალასანია სააკაშვილზე - ვიღაცამ თქვა სტრასბურგში, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო და ნამდვილად ასეა - ცარიელი ჩონჩხია

ამაზე უარესი არის უბრალოდ სიკვდილი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა წონაში ძალიან დაიკლო და „ცარიელი ჩონჩხია“ დარჩენილი.

„ვიღაცამ თქვა სტრასბურგში, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო და ნამდვილად ასეა, როგორც კი წამოიწევა, ცარიელი ჩონჩხია, გული გაგიჩერდება“, - განაცხადა ალასანიამ.

გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პოლონელ ექიმებს საქართველოში ჩამოსვლაში ხელი ეშლებათ.

„რა უნდა უშლიდეს ხელისუფლებას, მათ ხელშია, მისცენ ექიმებს ჩამოსვლის ნებართვა, მითუმეტეს, რომ 27 ქვეყანა მიმართავადა ამ თხოვნით. ფაქტია, ვერ ჩამოდიან. ის ხალხი გამზადებულია მთელი თავისი აღჭურვილობით, მანქანით, რომელშიც ყველაფერია იმისთვის, რომ გასინჯონ ადამიანი და დაწერონ დასკვნა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჩამოდიან“,-განაცხადა გიული ალასანიამ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს