გერმანიის იუსტიციის მინისტრი - გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებენ

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს, ოფიციალური ბერლინი კრემლის ლიდერის დაკავების ორდერს სისრულეში მოიყვანს.

როგორც ბუშმანმა აღნიშნა, პუტინის გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ორდერის აღსრულების მოთხოვნით, სწრაფად მიმართავს ინტერპოლსა და ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებს.

“თუ პრეზიდენტი პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა, გერმანია ვალდებული იქნება ის დააკავოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს“, - განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, მანამდე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა.

შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა