რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში სამეთაურო პუნქტს ეწვია.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, პუტინმა სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო პუნქტში შეხვედრა გამართა.
მედიის ცნობითვე, კრემლის ლიდერი დონის როსტოვს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში, 18 მარტს განხორციელებული ვიზიტის შემდეგ სტუმრობდა.
მანამდე პუტინი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა.