გია ვოლსკი - 9 აპრილის აქცია არის უნამუსობა

9 აპრილის აქცია არის უნამუსობა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს გამოაცხადა , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც 9 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ 9 აპრილი, იმ სიმბოლოდ გადააქციოს, სადაც "ნაცმოძრაობა" ლიდერობს.

„სადისტური რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეროვნული ღირსების თემა გათელოს ფეხქვეშ და ეროვნული მოძრაობის მანტია მოისხას. აქ ხაბეიშვილი არაფერს არ წარმოადგენს, პაიკიც არ არის. ეროვნული მოძრაობის სიმბოლო 9 აპრილი უნდათ, რომ იმ სიმბოლოდ გადააქციონ, სადაც "ნაცმოძრაობა" ლიდერობს და აქციას ატარებს. გავიხსენოთ ყველა აქცია, რომელიც ჩატარდა და ვანო მერაბიშვილის ხელით იქნა დარბეული. ადამიანები მოკვდნენ, ახალგაზრდა ადამიანები და ჯანმრთელობის დაზიანება იმდენმა მიიღო, რომ დღემდე ვერ გამოსულან იმ მდგომარეობიდან... და ეს ადამიანი ამბობს, რომ ეროვნული სიმბოლო, 9 აპრილი უნდა მოირგოს, უნდა ჩამოიცვას თავზე, თუ მოიცვას მხრებზე ეს სიმბოლო და ამ სიმბოლოთი უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს, მის ინტერესებს და სტაბილურობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს